ოტო ფონ ბისმარკი – „ეპიზოდი”
„რკინის კანცლერად” წოდებულმა გერმანიის გამაერთიანებელმა და გერმანიის პირველმა კანცლერმა – ოტო ფონ ბისმარკმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლების სათავეში მოსული, 1862 წელს ინგლისში ყოფნის ჟამს განაცხადა, რომ იგი უცილობლად გახდებოდა პრუსიის მთავრობის თავმჯდომარე, რის შემდგომაც არმიის რეორგანიზაციას მოახდენდა და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გამოუცხადებდა ომს ავსტრიას. მაშინ, ასე რომ ვთქვათ, ყველასათვის უცნობმა გერმანელმა პოლიტიკოსმა თავისი პოლიტიკური პროგრამის დემონსტრირება მოახდინა „ნისლიან ალბიონზე”. ბისმარკის აღნიშნულ გამოსვლას სხვათა მსგავსად, თვალს ადევნებდა დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, იმ დროისათვის კი ოპოზიციური კონსერვატიული პატრიის ერთ-ერთი ლიდერი – ბენჯამინ დიზრაელი. შორსმჭვრეტელმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იმთავითვე სერიოზულად აღიქვა ოტოს პოლიტიკური მისწრაფებანი, რის გამოც ერთგვარი გამაფრთხილებელი შენიშვნაც გააკეთა მის შესახებ: „უფრთხილდით ამ ადამიანს! კარგად დაიხსომეთ, რომ ის უცილობლად გააკეთებს იმას, რასაც ამბობს!” – (ავტორი გენია.ჯი)
ბენჯამინ დიზრაელი