ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
„მარფანის სინდრომით” (ასეთ შემთხვევაში ადამიანები არიან ძალიან მაღლები და გამხდრები. გარდა ამისა, შეიცავენ ჰიპერმობილურ სახსრებსაც) დაავადებული ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე – ნიკოლო პაგანინი (1782-1840 წლები) ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სრული ტრიუმფით მართავდა კონცერტებს. (ავტორი გენია.ჯი) პუბლიკა აღფრთოვანებული იყო იტალიელი მუსიკოსის გენიალური ხელოვნებით, თუმცა ერთ დღეს მას იმდენად საშიში „კონკურენტი” გამოუჩნდა, რომ იძულებული გახდა დაგეგმილი საკონცერტო წარმოდგენები რამდენიმე დღით გადაედო. პაგანინის საშიშმა „კონკურენტმა” იმდენად დიდი ყურადღება მიიპყრო საზოგადოების მხრიდან, რომ ვენაში გასტროლებით მყოფი იტალიელი მუსიკოსი ყველას გადაავიწყდა. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად ცდილობდა დაეკმაყოფილებინა თავისი ცნობისმოყვარეობა და საკუთარი თვალით ეხილა ნიკოლოს „კონკურენტი”. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში პაგანინის „კონკურენტად” იქცა ისეთი სახეობის მქონე ეგზოტიკური ცხოველი, როგორიც გახლავთ – ჟირაფი. ჟირაფი, რომელიც ავსტრიის იმპერატორს ეგვიპტის ვიცე-მეფემ გაუგზავნა საჩუქრად და, რომელიც მანამდე არასოდეს ეხილათ საკუთარი თვალით ვენელებს. – (ავტორი გენია.ჯი)