ოსეიჯის ინდიელი ხალხი – „ეპიზოდი”
მდინარე ოჰაიოს სანაპიროზე მაცხოვრებელი – ოსეიჯის ინდიელი ხალხი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მკვიდრთა შორის ყველაზე მაღალი სიმაღლის მქონე ხალხად არის ცნობილი, ერთი უჩვეულო თავისებურებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: ისინი სულ ორი ტიპის დასახლებულ პუნქტებში სახლობდნენ. თუკი ერთი ტიპის დასახლებაში მცხოვრებნი იკვებებოდნენ – ხორცით, მეორეში მოსახლეობა ხორცით კვებას თავს არიდებდა და ვეგეტარიანელობას მისდევდა. პირველ მათგანში, სადაც ხორცით იკვებებოდნენ, „სამხედრო დასახლებად” იყო წოდებული და იქ უპირატესად ოსიჯეის ინდიელი ხალხის ჯარისკაცები ცხოვრობდნენ ოჯახებითურთ. ჯარისკაცებს, რომლებიც ყოველთვის სასურველ საბრძოლო ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ, ძალების ასამაღლებლად ხორცის ჭამა ჰქონდათ ნებადართული; მეორე ტიპის დასახლება კი უფრო „სამოქალაქოს” წარმოადგენდა და იქ უბრალო, მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. მოსახლეობა, რომელსაც ჯარისკაცების მსგავსად სულაც არ ევალებოდა სასურველი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებებლად ანალოგიური პროდუქტით გამოკვება. – (ავტორი გენია.ჯი)