ფიდელ კასტრო – „ეპიზოდი”
ისეთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, როგორიც გახლავთ – ძროხა, მარტო ინდოელები არ აღმერთებენ თურმე. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამის ნათელი დასტურია კუბის რევოლუციის საყოველთაოდ ცნობილი ლიდერის – ფიდელ კასტროს (1926-2012 წლები) შემთხვევა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფების მტკიცებით, კუბის მთავრობის მეთაურს ფანატიკურად ჰყვარებია რძის დალევა. იმისათვის, რომ ფიდელი ყოველდღიურად უზრუნველეყოთ ნატურალური რძით, სპეციალურად იქნა შერჩეული და შეძენილი ისეთი ძროხა, რომელიც განსაკუთრებული წველადობით გამოირჩეოდა. ამბობენ, კასტროსათვის შეძენილი ძროხა, რომელიც შემდგომში ასე „გააღმერთა” მან, წველადობის მხრივ ნამდვილ მსოფლიო რეკორდსმენს წარმოადგენდაო. ფიდელმა საყვარელ ძროხას სახელად – „უმრე ბლანკა” ანუ „თეთრი ცური” შეურჩია. იგი ხშირად „სტუმრობდა” საყვარელ არსებას და ერთობ დიდ „პატივშიაც” ჰყავდა. გავიდა დრო… კუბის მთავრობის მეთაურის ძროხა, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ნატურალური რძით მას, ხანმა იმსხვერპლა. ფიდელი „თეთრი ცურის” სიკვდილმა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. სახელმწიფო გაზეთებში აღნიშნულ ფაქტს უამრავი პანეგირიკი და ნეკროლოგი მიეძღვნა. გარდა ამისა, კასტროს უშუალო ბრძანებით სპეციალისტებმა დაამზადეს „თეთრი ცურის” ფიტული, ხოლო მოქანდაკეებმა შექმნეს მისი მარმარილოს ქანდაკება. ის კი არადა, კუბელმა მეცნიერებმა „თეთრი ცურის” კლონირებაც კი სცადეს, თუმცა ფიდელისდა სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. – (ავტორი გენია.ჯი)