„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„გადმოგდებული წყალობა რა ასალოკია?!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება თავად ურჩევს ადამიანს ნიღაბს და მორგებითაც თავად არგებს მერე”.

* * *

„ყველაზე კარგი რა არი? – სიმართლე!”

* * *

„თავად ჩვენშია სამყარო – ეშმაკიანად, ღვთიანად”.

* * *

„მზის სწორი ისევ – მზეა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეიყვარეთ მოძულენი თქვენიო, მაგრამ სიყვარული იმ ადამიანისა, რომელიც გძულს, შეუძლებელია”.

* * *

„ბანკები მხოლოდ ბანკირებისთვის არის სასარგებლო”.

* * *

„საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომელთაც ყოველთვის კარგი მხრიდან სჩვევიათ ადამიანების დანახვა”.

* * *

„პატივმოყვარეობა – ბევრი ადამიანის სუსტი მხარეა”.

* * *

„არაფერი სჯობია განთიადს, სინათლის სრულ გამარჯვებას წყვდიადზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება