მადამ დე მონტესპანი – „ეპიზოდი”
„მეფე მზედ” წოდებული ფრანგი მონარქის – ლუი XIV დე ბურბონის ერთ-ერთი ფავორიტი ქალბატონი – ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი (1640-1707 წლები), იგივე – მადამ დე მონტესპანი, ვინაც მისი შვილის დედა გახდა დროთა განმავლობაში, სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ერთობ უჩვეულო სახის მქონე „შიდა სამოსს” ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) ყვითელი ფერის პენუარი და ქვედა საცვლები, რომელთაც იგი იმ პერიოდში მოიხმარდა, ყოველთვის ძალიან უხეში ქსოვილებისაგან იყო დამზადებული. პენუარის შიგნით კი, ლუის სამეფო საყვარელს წელზე წაწვეტებულ კბილოვანი სარტყელი ჰქონდა შემორტყმული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა მის ფაქიზ კანსა და ზოგადად, რომ ვთქვათ – სხეულს. ასეთ უცნაურ „შიდა სამოსს” ასაკში შესული მადამ დე მონტესპანი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე იმ მოტივით ატარებდა და, იმიტომ ისჯიდა ესოდენ თავს, რომ საკუთარი სხეულის ტანჯვით ის უამრავი ცოდვა გამოესყიდა, რითაც ასე „მდიდარი” იყო მისი ბიოგრაფია. – (ავტორი გენია.ჯი)