ადრიანო ჩელენტანო – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი მომღერალი და კომიკოსი მსახიობი - ადრიანო ჩელენტანო, ვინაც ცნობისათვის, „ბეფანობას” ანუ „სიცილის დღეს” მოევლინა ქვეყნიერებას (1938 წლის 6 იანვარი), დღემდე „აეროფობიით” არის შეპყრობილი (ფრენის შიში). მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა, იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში 23 წლის ასაკში მაინც იქნა გამოძახებული. თუმცა მალევე მეთაურობისთვის ცხადი შეიქნა, რომ ახალგაზრდა წვევამდელი სამხედრო სამსურისათვის – გამოუდეგარი იყო. ეს ფაქტი მაშინ გამომჟღავნდა პირველად, როდესაც ადრიანომ თვითმფრინავით თავისი პირველი ფრენის დროს განუზომელი შიშისაგან გონება დაკარგა. ამ მოვლენის შემდეგ ჩელენტანო რამდენიმე დღე გონებაზე არ მოსულა. „აეროფობიამ”, რომელიც ასე სტანჯავს დიდ იტალიელ ხელოვანს დღემდე, გეოგრაფიულად ძალზედ შეზღუდა მისი გასტროლებისა და მოგზაურობების რაოდენობა. – (ავტორი გენია.ჯი)