კარლ XI – „ეპიზოდი”
შვედეთის მეფის - კარლ XI პფალც-ცვაიბრიუხენის (1655-1697 წლები) სიძუნწისა და ეკონომიურობის შესახებ ხალხში ფართოდ იყო ხმები გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო არმიის შექმნელი მონარქი საშინლად ძუნწ პიროვნებას რომ წარმოადგენდა, ამას მის ეპოქაში მოღვაწე ერთ-ერთი გავლენიანი შვედი დიდებულისა და დიპოლომატის – იუჰან გაბრიელ სპანვერფელდის მეტად საინტერესო და საყურადღებო ჩანაწერიც მოწმობს, რომელიც მას კარლის გარდაცვალების შემდგომ ჰქონდა კაკეთებული: „კურთხეულ იყოს დიდი ეკონომის ხსოვნა. ეკონომისა, რომელმაც ბაბუაჩემს ხუთი ადგილ-მამული ჩამოართვა. ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ იგი აღდგეს მეორედ მოსვლის ჟამს, თორემ მაშინ აბრეშუმის მოსასხამების ნაცვლად ჯვალოს ტილოებისაგან ნაქსოვი მოსასხამების მოცმა მოგვიხდება, დაპირებული პალმის ტოტების ნაცვლად კი, ღვიის ტოტებზე გავლას უნდა დავჯერდეთ. ის იმდენად ეკონომიური იყო, რომ თვით უფალსაც კი დააფიქრებდა ეკონომიურობის შესახებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
იუჰან გაბრიელ სპანვერფელდი