ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”
გერმანული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელთან და პრუსიის ლეგენდად ქცეულ მეფესთან – ფრიდრიხ II დიდთან (1712-1786 წლები) ერთ დღეს ახალგაზრდა ქალმა ითხოვა შეხვედრა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხნის შემდეგ ალემანმა მონარქმა ქალის დაჟინებული მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოულოდნელად, ფრიდრიხის წინაშე ბავშვიანი ქალი წარსდგა. ქალი, ვინაც ერთ-ერთ ბრძოლაში დაღუპული ოფიცრის ქვრივი აღმოჩნდა. მან პრუიის მეფეს თავისი სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დახმარების თხოვნით მიმართა. ის, რომ ფრიდრიხ „დიდი” უკიდურესად შეუძრავს ქვრივი ქალის გასაჭირს, მის დიდებულ პასუხშიაც კარგად ჩანს: „ – ხვალინდელი დღიდანვე ვუბრძანებ ქვეშევრდომებს, ჩემი ყოველდღიური კერძების მენიუდან ერთი კერძი ამოიღონ; ცნობისათვის, ეს წლიურად შეადგენს – 365 ტალერს. ამ თანხის მიღებას მანამ განაგრძობთ, სანამ თქვენთვის შესაფერ პენსიას არ დაგინიშნავთ მთავრობა”. – (ავტორი გენია.ჯი)