ამონარიდები სალმან რუშდის რომანიდან – „შუაღამის სტუმრები”

„ – მდიდრის შვილო! შენ ერთი ოხრობა გავიწყდება! რა მიზეზი, ბიჭო, რის მიზანი? ამ სამყაროში რას აქვს მიზანი და მიზეზი? რა ოხრობაა ეს მიზეზი, რომლის გამო მე ღარიბი ვარ და შენ მდიდარი. შიმშილს რა მიზანი უნდა ჰქონდეს, ბიჭო? ღმერთმა იცის, რამდენი მილიონი დეგენერატი ამძიმებს ამ მიწას და შენ კიდევ ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მიზანი აქვს? მე გეტყვი, მდიდრის შვილო! ყველაფერი ისე უნდა მიიღო ამ ცხოვრებისგან, როგორც არის, მერე რაც შეგიძლია ყველაფერი უნდა უყო იმ მიღებულს და შემდეგ შეგიძლია, მოკვდე. აი, მიზეზიც და მიზანიც, ბიჭო, გესმის? სხვა დანარჩენი ყველაფერი დედააფეთქებული ბითურობა და არარაობაა, გესმის?!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მეხსიერება სინამდვილეა. ის კრებს, არჩევს, უგულებელყოფს, ცვლის, აჭარბებს, ამცირებს, ადიდებულებს და აკნინებს კიდეც; მაგრამ საბოლოოდ მეხსიერება თავის რეალობას ქმნის, სადაც სხვადასხვაგვარი მოვლენები თანაარსებობენ; ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი საკუთარ მეხსიერებას უფრო უჯერებს, ვიდრეს სხვისას”.

* * *

„შენი თვალთახედვისა და აზრების სხვაზე მოხვევა ძალიან საშიში საქმეა”.

* * *

„ო, როგორ იტანჯება სიმართლის მაძიებელი!”

* * *

„თავის თავში ძლიერ თავდაჯერებული ხალხი საშინელ საქმეებს სჩადის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გამარჯვებას მარცხი მოჰყვება ხოლმე”.

* * *

„ქვეყანას ნიჭიერი ხალხი სჭირდება”.

* * *

„სამყარო ისეთი ხდება, რომ მშობლები მშობლობაზე ხელს იღებენ და სიყვარული სიძულვილად იქცევა”.

* * *

„ჯადოქრები კომუნისტები იყვნენ, ანუ წითლები. და ეს საზოგადოების ნალექი უღმერთოები მკრეხელურად ცხოვრობდნენ ღმერთის სახლში! უსირცხვილოები, მეტი რა უნდა უწოდო. სპეტაკი წითლები! სისხლისმსმელებად დაბადებულები!”

* * *

„ჯოჯოხეთს ადამიანის ფანტაზიაში განსაზღვრული ადგილი უჭირავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>