ტარიელ ხარხელაური – „მთვარე რო უღრუბლო ცაზე”
მთვარე რო უღრუბლო ცაზე -
ისე ამოსჩნდი წყაროდან,
წვეთების ბედი ვინატრე,
ზურგზე რომ მოწანწკარობდა.
დუმილად იქცა სამყარო -
შეწყდა ფრინველთა გალობა,
ვინ გაგიმეტა სამზეოდ -
ვინ შემოგწყევლა ქალობა.
ვაი, რა ძნელი იქნება
შენფერეების ქმარობა.