ალექსანდრეს თეატრი – „ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორი – ნიკოლოზ I რომანოვი იტალიური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი არქიტექტორის – კარლო როსის (1775-1849 წლები) უნიკალური ხელოვნების განსაკუთრებული თაყვანისმცემელი გახლდათ იმთავითვე. ამიტომაც ანდო მან „ალექსანდრეს თეატრის” აგება მისთვის სათაყვანებელ არქიტექტორს სანკტ-პეტერბურგში. (ავტორი გენია.ჯი) თეატრის ნაგებობის დაპროექტის განხილვის პროცესში კარლომ წამოაყენა წინადადება, მაყურებელთა უზარმაზარი დარბაზის ჭერი – ლითონის სპეციალური კონსტრუქციით დახურულიყო, რასაც დიდად არ მოუხიბლავს იმპერატორი. მიუხედავად ამისა, იგი მაინც დაჰყვა პროფესიონალი არქიტექტორის რჩევას. თუმცა, ფრიად საეჭვოდ კი ეჩვენებოდა იგი. ნიკოლოზი შიშობდა, რომ ლითონის კონსტრუქციით დახურული ჭერი სათანადო სიმკვრივის არ იქნებოდა, რაც ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გამხდარიყო მომავალში.
მშენებლობა 1828 წლის 5 აპრილს დაიყო. საქმე როდესაც თეატრის მაყურებელთა უზარმაზარი დარბაზის დახურვაზე მიდგა, ზემოაღნიშნული მიზეზით იმპერატორმა მშენებლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, კარლო როსი დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. მას როგორმე უნდა დაერწმუნებინა ნიკოლოზი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ამ მიზნით მან იმპერატორს ერთობ უჩვეულო შეთავაზება გაუკეთა: თუკი ლითონის კონსტრუქცია სათანადოდ მკვრივი არ გამოდგებოდა, ჩამოინგრეოდა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახდებოდა, – ასეთ შემთხვევაში უცილობლად ჩამოეხრჩო „ალექსანდრეს თეატრის” არქიტექტორი. როსიმ საკუთარი სიცოცხლე შეაგდო ფაქტიურად სასწორზე ამგვარი შეთავაზებით. გარდა ამისა, იგი მონარქს არწმუნებდა იმაშიც, რომ ეს მოვლენა სხვა არქიტექტორებისთვისაც სამაგალითო გახდებოდა შემდგომში. ნიკოლოზმა, ვისაც ძალიან უყვარდა გონივრული არგუმენტების გამოყენება, მშენებლობის გაგრძელების უფლება დართო უწინდელი გეგმის შესაბამისად გენიალურ არქიტექტორს. – (ავტორი გენია.ჯი)
„ალექსანდრეს თეატრი”
კარლო როსი