ელისაბედ I – „ეპიზოდი”
„ქალწულ დედოფლად” წოდებული ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდად ქცეული დედოფალი - ელისაბედ I ტიუდორი (1533-1603 წლები), მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იცავდა ერთ მეტად მნიშვნელოვან ქრისტიანულ წესს. (ავტორი გენია.ჯი) ვნების კვირის ხუთშაბათ დღეს, ანუ „დიდ ხუთშაბათს”, იგი უცილობლად ასრულებდა „ფეხთბანვის საყოველთაო რიტუალს”. ასეთ შემთხვევაში, ეს უკიდეგანოდ ამპარტავანი და გამძაფრებული თავმოყვარეობის მქონე მონარქი-ქალი, საკუთარი ხელით ბანდა ფეხებს მისთვის სრულიად უცხო ღარიბ-ღატაკ ქალებს. დედოფლის მიერ ფეხთდაბანილ ქალთა რაოდენობა ფეხთბანვის პროცესში მისი ასაკის რაოდენობის მატების პირდაპირპროპორციულად იმატებდა ყოველ ჯერზე. ანუ, თუ წინა წლის „დიდ ხუთშაბათს” 47 წლის დედოფალმა 47 ღარიბ-ღატაკ თანამემამულე ქალს დაჰბანა ფეხი, მომდევნო წელს 48 წლის ელისაბედი უკვე – 48 ქალის ფეხის მბანელი ხდებოდა… 49 წლის ასაკში – 49 ქალის და ასე შემდეგ თავის აღსასრულამდე. – (ავტორი გენია.ჯი)