ლუი XIII – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფე – ლუი XIII დე ბურბონი (1601-1643 წლები) ბავშვობაში იმდენად უხიაგი თვისებებით გამოირჩეოდა, რომ იგი ორჯერაც კი სცემა საკუთარი ხელით წყობიდან გამოსულმა მამამისმა – ანრი მეოთხემ. (ავტორი გენია.ჯი) პრინცზე ხელის აწევა თითქმის წარმოუდგენელ მოვლენად მიიჩნეოდა იმ პერიოდში და ამიტომაც გაიოცა საზოგადოებამ. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მამამ პატარა ლუი ეგზომ მკაცრად დასაჯა, მისი ვაჟიშვილის სადისტური ბუნება იყო. პირველად მაშინ იცემა მშობლისაგან იგი, როცა ანრი თავად შეესწრო, როგორც ცდილობდა ლუი ორი ქვის გამოყენებით ჯერ კიდევ ცოცხალი ბეღურისთვის თავის გაჭეჭკას.
სადისტური ბუნება ლუის არც სიყმაწვილის ჟამს განშორებია. მიუხედავად დასჯისა, იგი კვლავაც ძველებურად განაგრძობდა ჩიტებზე ნადირობასა და მათ განადგურებას. თუმცა ამჯერად სხვა, უფრო დახვეწილი მეთოდით. კერძოდ, – ცეცხლსასროლი იარაღით. ერთ დღეს, ჩიტებზე მორიგი ნადირობის ჟამს, ლუიმ ტყვიით საკუთარი მეუღლე – ანა ავსტრიელიც კი კინაღამ იმსხვერპლა. საბედნიეროდ, ტყვიამ ლუიზე ახლადდაქორწინებული ანას თმის მაღალი ვარცხნილობა იმსხვერპლა და არა თვით ანა. – (ავტორი გენია.ჯი)