ჩარლზ I სტიუარტი – „ეპიზოდი”
ტრაგიკული აღსასრულის მქონე ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფემ – ჩარლზ I სტიუარტმა (1600-1649 წლები), თავისი უკიდურესად სავალალო მდგომარეობა პირველად მსახურთა მიერ გამოვლენილი ქმედებების შედეგად გაათვითცნობიერა. (ავტორი გენია.ჯი) ეშაფოტისთვის შემზადებულმა მეფემ, ვინაც ერთ მშვენიერ დღეს სატრაპეზოდ ემზადებოდა, კარგად შენიშნა, რომ მისი ლაქიები უწინდელისაგან განსხვავებით, საერთოდ აღარ იცავდნენ და სრულ იგნორირებას უწევდნენ სასახლის კარზე დამკვიდრებულ სამეფო ცერემონიალს: მსახურებმა ჩარლზს არც ღვინით სავსე ფიალა მიართვეს და არც მუხლებზე დაუდგნენ დადგენილი წესისამებრ; ამას თან ერთვოდა ისიც, რომ კერძები სუფრაზე თავახდილი ლანგრებით ჩამოარიგეს (რაც დაუშვებელი მოვლენა გახლდათ მონარქის სუფრისთვის), ხოლო მეფისათვის მისართმევი კერძის დეგუსტირებით, მოწამლული არ იყოსო, არავის შეუწუხებია თავი. სწორედ ამ გარემოებებით დაადგინა საბოლოოდ ჩარლზ I სტიუარტმა, მისი საქმე მართლაც რომ „წასული” იყო! – (ავტორი გენია.ჯი)