ოტო ფონ ბისმარკი – „ეპიზოდი”
„რკინის კანცლერი” – ასეთი მრისხანე მეტსახელი ჰქონდა დაგდებული პოლიტიკურ ასპარეზზე ლეგენდად ქცეულ გერმანიის პირველ კანცლერს – ოტო ფონ ბისმარკს (1815-1898 წლები). „ცოფიანი ბისმარკი” – ასეთი მეტსახელით კი, გერმანიის გამაერთიანებელ პოლიტიკოსს ახლობელთა წრეში მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ბარუხ სპინოზას ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა და ინგლისური ლიტერატურის მოყვარულ ბისმარკს სხვა მრავალ უცნაურ თვისებასთან ერთად, ერთი ისეთი უჩვეულო და უხიაგი თვისებაც ახასიათებდა, რომელიც სრულად ამართლებდა მის მეორე მეტსახელს. ოტოს ოჯახი სტუმრის ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ხანგრძლივ დიალოგებში ჩართულთ ხშირად ისე შეგვიანებიათ, რომ იძულებულნი გამხდარან ღამე ბისმარკების სახლში გაეთიათ. როგორც კი დილის ნათელი ღამის წყვდიადის შევიწროებით იწყებდა დაკავებას, ოტო ამა თუ იმ ჩაძინებული სტუმრის გაღვიძებას გამაოგნებელი მეთოდით ანხორციელებდა: იგი სტუმრის ყურთან პისტოლეტიდან გასროლით მთელ მჭიდ ტყვიას სცლიდა. ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩავარდებოდა ჩაძინებული ადამიანი ამ დროს?! ასე იწყებდა ხოლმე ბისმარკი თავისი რეპუტაციის (ცოფიანის) გამართლებას დილიდანვე. – (ავტორი გენია.ჯი)