ტარიელ ხარხელაური – „ცას მომწყდარ ვარსკვლავივითა”
ცას მომწყდარ ვარსკვლავივითა
ვიფერმკრთალებ და ვიწვები,
ჩემს თავს ტყუილად იფიცავ
მალევე დაგავიწყდები,
ახლა, მზეს იმას ამგვანებ,
ვისი გვერდითაც იწვები…
დღესავითა ვარ, ვმწუხრდები,
ნათელისაგან ვიცლები.
აღარ იკითხავ, რა მიჭირს,
ჩემს ამბავს, როგორ ვიქნები…
ისევ შენს ირგვლივ იბრუნებს
ჩემი გული და ფიქრები,
თუ რამ მჭირს, ჭირი – შენგან მჭირს,
რა ვქნა, არ გამესხვისები…