ტარიელ ხარხელაური – „სხვა არაფერი, მუხაო”

სხვა არაფერი, მუხაო,

შენს ჩრდილ ქვეშ დგომა მეწადა,

გადაზნექილი სხეულის,

წელში გამართვა ზეცადა.

გუშინაც ვნახე,

ნიავი

გარს გივლიდა და ვერ გძრავდა,

ირემი თვალებწყლიანი

მკვრივს,

გამხმარ ტოტებს ღეჭავდა;

მეწყინა,

ბერი არწივი

ფრთებს რომ უღონოდ ჰკეცავდა.

სხვა განა რამე, მუხაო,

შენსჩრდილ ქვეშ დგომა მეწადა.

კომენტარის დატოვება