„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ წლებზე მეტად ჩვენ, ადამიანები ვაბერებთ ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმრთისმგმობი მუდამ ისჯება”.

* * *

„რასაც დათმობ, მასზე აღარც უნდა იდარდო!”

* * *

„როცა ფულზეა ლაპარაკი, ისეთი დროა, ვფიქრობ, რომ ცოტას ბევრი სჯობს”.

* * *

„ადამიანს ძილის დროს სუნთქვაზე ეტყობა, კმაყოფილია თუ არა იგი თავისი ცხოვრებით, თუ კარგად დააყურებთ, კმაყოფილებას კი არა, სხვა განწყობილებებსაც შეატყობთ სუნთქვაზე: სევდას და დარდს, შფოთსა და მოუსვენრობას, ბრაზსა და უკმაყოფილებას, სიმშვიდესა და სინაზეს, ძილში ჩაყოლილ ფიქრსა და საზრუნავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პოლიტიკა ყოველ დროში პარადოქსების მეცნიერება გახლდათ. მისთვის უცხოა უბრალო, გონივრული, ბუნებრივი გადაწყვეტილებანი. მისი მისწრაფებაა სიძნელეთა შექმნა, მისი სტიქია – მტრობის დათესვაა”.

* * *

„ხელმრუდე ადამიანებს ვინ გამოლევს ამქვეყნად”.

* * *

„ბედი იშვიათად თუ არგუნებს დესპოტებს ხანგრძლივ სიცოცხლეს”.

* * *

„გულწრფელობა დიდი განძია და დაფასება უნდა”.

* * *

„სამწუხაროდ, სიკეთის გაცემის გრძნობაა ბევრში ჩამკვდარი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება