ტარიელ ჭანტურია – „აკაკის წამოსვლა ქუთაისიდან”

შენ რომ წადი, წყალწითელამ

თვალი ცრემლით დაისია!

განშორება არ იგლოვოს -

აბა, რა ქუთაისია!

* * *

შენ რომ წადი, თამარელამ

თვალი ცრემლით დაისია;

შენთან ყოფნა – დილა იყო,

უშენობა – დაისია!

* * *

სათაფლიას მოწყენილი

ბულბულები დაესია!

შენთვის ტირის წყალწითელა  -

თვალი ცრემლით დაისია.

* * *

რა იოლად ჩამომჭკნარა

ის მიმოზა და ის ია!

უშენობა არ დაეტყოს -

აბა, რა ქუთაისია!..

კომენტარის დატოვება