(ესაია, 41:10-13)

„ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.

აჰა, შერცხვებიან და გაწბილდებიან შენი მოძულენი; არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მოშუღარნი.

ძებნას დაუწყებ და ვერ ჰპოვებ მათ, შენს შეურაცხმყოფელთ; არაფრად და არარაობად იქცევიან შენთან მებრძოლნი.

რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი გეუბნები: ნუ კრთი, მე შეგეწევი!”

კომენტარის დატოვება