ტარიელ ჭანტურია – „საქართველო”

სისხლი – შენს მინდვრებზე დასაღვრელი.

ცრემლი – დაღვრილ სისხლზე დასაღვრელი.

მუხლი – შენს აღმართზე დასაღლელი.

თავი – შენს ლოდებზე დასახლელი.

შენთვის უსახელოდ დაღუპულებს

ნეტავ, რად უნდოდათ სხვა სახელი!

* * *

მშურს მათი, ვისაც შენს კალთაში

თვალი აწი აქვს ასახელი!

კომენტარის დატოვება