იცით თუ არა, რომ?!
1. ისტორიული ტროას აღმომჩენი დიდი გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი – ჰაინრიხ შლიმანი, ვინაც უამრავ უცხო ენას ფლობდა, თავისი ხშირი მოგზაურობების ჟამს ყოველთვის იმ ქვეყნის ენაზე წერდა დღიურებს, რომელშიაც იმ დროს იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ნოვქისია” (ახალი ქისის მფლობელი) – ასე მოიხსენიებდნენ ადრეული საუკუნეების სპარსეთში იმ ადამიანს, რომელიც სიღარიბიდან ახლად გამოსული და ახალგამდიდრებული იყო.
* * *
3. პომპეის, ჰერკულანუმისა და სტაბიის გამანადგურებელი საყოველთაოდ ცნობილი ვულკანის – ვეზუვის უკანასკნელი ძლიერი ამოფრქვევა – 1944 წელს იქნა დაფიქსირებული. ცნობისათვის, სწორედ რომ ვეზუვის ამოფრქვევას ემსხვერპლა 79 წელს დიდი რომაელი სწავლული – პლინიუს უფროსი.
* * *
4. „მე ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე ვარ. ისეთი, როგორიც მე ვარ, ჩვენთან, საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრნი არიან”. – ასე თამდაბლურად ახასიათებდა საკუთარ თავს საბჭოთა ხალხის სიამაყის სიმბოლოდ ქცეული პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა – იური გაგარინი.
* * *
5. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ოლქს, მოსხებისა და ტიბარენების ქვეყანას – კაპადოკიას – „ლამაზი ცხენების ქვეყანას” უწოდებდნენ ძველი საუკუნეებიდან. მას შემდეგ, რაც ათი საუკუნის წინათ კაპადოკია სპარსელებმა დაიპყრეს, ყველაზე მეტად რამაც დამპყრობლები გააოცა, იყო საუკეთესო ჯიშის ცხენები. შედეგად, სწორედ რომ მათ შეარქვეს „ლამაზი ცხენების ქვეყანა” აღნიშნულ რეგიონს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. თავდაპირველად ეგვიპტელები მცენარეებსა და ცხოველებს აღმერთებდნენ. ასე მაგალითად: ქალღმერთ ხატორს – ლეღვის ხე ასახიერებდა, ღმერთ ნეაფერტუმს – ლოტოსის ყვავილი, ხნუმს – ცხვარი, ჰორს – შავარდენი, ტოტს – ძენძერუკი, სუხოსს – ნიანგი და ასე შემდეგ.
* * *
7. „ასურეთის რომი” – ასე უწოდეს გვიანდელ საუკუნეებში ასურეთის ზღაპრად ქცეულ დედაქალაქს – ნინევიას სწავლულებმა.
* * *
8. აცტეკთა იმპერიის იავარქმნელი ესპანელი კონკისკადორი – ერნან კორტესი, მისთვის სრულიად უცნობი ქვეყნის დასაპყრობად ზღვაში – 110 მეზღვაურით, 553 ჯარისკაცით (რომელთაგან 32 არბალეტის მსროლელი, 13 ზარბაზნის ოსტატი, ანუ არტილერისტი გახლდათ) და 16 ცხენით გავიდა.
* * *
9. „იოსებ სტალინი – ყოვლად ამორალური ადამიანი გახლავთ”. – ასე ლაკონურად დაახასიათა თავის წიგნში საბჭოთა ბელადი მისმა ყოფილმა პირადმა მდივანმა – ბორის ბაჟანოვმა.
* * *
10. პეტრე I რუსეთის იმპერიას მთელი 43 წლის განმავლობაში მართავდა. ამ მხრივ იგი რუსეთის იმპერიაში ნამდვილი რეკორდსემინი გახლავთ. – (ავტორი გენია.ჯი)