ტარიელ ჭანტურიას ნააზრევი…

„სხვა დროა ახლა – ახლა იუდას თავს გადაუვა თხუთმეტი ვერცხლი!” – (ავტორი გენია.ჯი)

*  * *

„ჩვენ ცოცხლები ვართ სიკვდილის შიშით, თორემ სიცოცხლე გვწყინდება ხშირად”.

* * *

„მძიმე ჯვარია სიყვარული, და ნეტავი მას, ვინც ამ ჯვარზე სამუდამოდ არის გაკრული!”

* * *

„განგების სუყველაზე დიდი წყალობა – კაი კაცობა! უფრო მაინც – კაი ქალობა!”

* * *

„ის, რაც ინტელექტს მოკლებულია, ჩემთვის ინტერესს მოკლებულია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თამაშის შემდეგ ღმერთმა და ეშმაკმა მაისურები გაცვალეს!”

* * *

„ათი წელია ვაკვირდები: სარეცხის თოკზე როგორ იზრდება ერთი პერანგი!”

* * *

„დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი…”

* * *

„იქნებ ცხოვრება არის სიკვდილის გამოსახმობად ჩამორეკილი ზარი!..”

* * *

„სიცოცხლე! – აი, სამშობლოს ფასი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>