ტარიელ ჭანტურია – „საქართველო”

თვალდაშრეტილი დიდი ფშაველის

ცალი ცრემლით ხარ დატირებული.

შუბლკურთხეული დიდი ილიას

წყვილი ცრემლით ხარ დატირებული.

ბალღი კეთილი – ამაყ რუსთაველს

დღემდე მოჰყავხარ ატატებული.

მე ვინ ვარ,

მაგრამ მინდა იცოდე:

თავი შენთვის მაქვს გადადებული.

* * *

ო, რა ტკბილი ხარ!

მწარე როგორი!

რა უცნაური!

რა დიდებული!

კომენტარის დატოვება