ურაკა კასტილიელი – „ეპიზოდი”
კასტილიისა და ლეონის სახელოვანი დედოფალი – ურაკა კასტილიელი (1079-1126 წლები), ვინაც ერთადერთი კანონიერი შვილი გახლდათ ალფონსო VI მამაცისა, მამამ ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში დააქორწინა გალისიისა და კოიმბრას გრაფზე – რაიმუნდ ბურგუნდიელზე. (ავტორი გენია.ჯი) 14 წლის ასაკში ურაკამ პირველი შვილი შობა, თუმცა – მკვდრადშობილი (მისდა საბედნიეროდ, შემდგომში მას კიდევ ორი შვილი გაუჩნდა). 27 წლის ასაკში პრინცესა დაქვრივდა. თუმცა მისი ტრაგედია ამით არ ამოწურულა. მას მალევე გარდაეცვალა ჯერ ძმა, შემდგომ კი მამა. მოგვიანებით იგი მეორედ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული არაგონისა და ნავარის მეფე – ალფონსო I „მეომარი” გახდა. ქორწინებიდან სულ რაღაც ერთიოდე წლის გასვლის შემდგომ, ქვეყანა დიდმა სკანდალმა შეძრა: ურაკამ საჯაროდ დაადანაშაულა თავისი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში. შედეგად, ყოფილ ცოლ-ქმარ შორის სრულფასოვანი ომი გაჩაღდა, რომელიც რომის პაპის ჩარევის შედეგად იქნა შეწყვეტილი.
ურაკა „თავისუფალი ცხოვრების” მოტრფიალე ქალი იყო. იგი საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა და არც მალავდა ამას.
დედოფალმა ურაკამ ესპანეთში ერთ მეტად მნიშვნელოვან პრეცედენტს ჩაუყარა საფუძველი: თუკი მანამდე ქალებს მხოლოდ ქალაქების მართვის უფლება გააჩნდათ, მან ეს სპერეოტიპი დაანგრია და ქვეყნის პირველ მმართველ ქალბატონად იქცა. გარდა ამისა, ეს უნიკლალური ქალი, რომელსაც არაფრის შიში არ გააჩნდა ამ ქვეყანად, გამოირჩეოდა იმითაც, რომ სხვათა აზრებს არად დაგიდევდათ და ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც საკუთარი ნება-სურვილი უკარნახებდა. საყურადღებოა ისიც, რომ სწორედ დედოფალი ურაკა იქცა იმ პირველ ქალად ისტორიაში, ვინაც საჯაროდ გაილაშქრა ჯერ კიდევ XII საუკუნეში „ოჯახური ძალადობის” წინააღმდეგ. გარდა ამისა, მან ღირსეულად დაიცვა საკუთარი უფლებები სამეფო ტახტზეც. – (ავტორი გენია.ჯი)