ტარიელ ჭანტურია – „უწყინარი წამი”

შაშვს აფუებულ,

ყვითელ მკერდზე ედო ნისკარტი

(როგორც მომღერალ ფირფიტაზე

იდოს მემბრანა…)

გალობდა ნაზად -

ფართო მკერდზე ედო ნისკარტი,

აღარ ვესროლე:

მომეწონა

და

შემებრალა!..

კომენტარის დატოვება