ჯონ როკფელერი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიოს პირველი მილიარდერი – ჯონ როკფელერი (1839-1937 წლები), ორმოცი წლის ასაკიდან იტანჯებოდა ისეთი დაავადებით, როგორიც გახლავთ – „ალოპეცია” (პათოლოგიური თმისცვენა თავზე, სახესა და ტანზე). აღნიშნული დაავადების შედეგად, როკფელერმა დროთა განმავლობაში ჯერ თავზე დაკარგა თმა, შემდეგ სახეზე, ბოლოს კი ტანზეც. 1900 წლიდან ამერიკელი მილიარდერი იძულებული გახდა გამუდმებით ეტარებინა პარიკი. თუმცა კი სხვადასხვა სიგრძის მქონე პარიკი, რათა სხვებს შექმნოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოსდა მას თმა ეზრდებოდა კიდეც თავზე და იკრეჭდა კიდევაც. – (ავტორი გენია.ჯი)