ტარიელ ჭანტურია – „წინაპრები”

მიწაზე გავლის მეშინია -

არ შეგიწუხოთ სხეულები!

ცაში ფრენისაც მეშინია -

არ შევაწუხო თქვენი სულები!

* * *

მალე – მიწაშიც თქვენთან ვიქნები

და ცაშიც – თქვენთან მივილულები:

ასე ვიპოვით ბოლოს ერთმანეთს

მიწაზე… ცაში… დაკარგულები…

კომენტარის დატოვება