იცით თუ არა, რომ?!
1. პოპულარული ჩინელი მსახიობის – ჯეკი ჩანის მშობელი დედა – ლილი ჩანი, ოპიუმის კონტრაბანდითა და გასაღებით იყო დაკავებული. ეს თაღლითი ქალი ჩინურ კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონა გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. რუსეთის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი ქალის – ეკატერინე II დიდის ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი. სახელი – ეკატერინე, მან ნათლობის ჟამს მიიღო.
* * *
3. ლიბიის ექს-დიქტატორი – მუამარ კადაფი არასოდეს მოიხმარდა ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებს. მის უსაყვარლეს სასმელად აქლემის რძე იყო მიჩნეული.
* * *
4. ქმარ-შვილიან ქალთან ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის დამყარება ინდოეთში 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. მამაკაცისაგან განსხვავებით, ასეთ შემთხვევაში ქალს პატიმრობა არ ემუქრება. თუმცა-კი, ასეთ შემთხვევაში იგი საზოგადოების მხრიდან საჯაროდ დამცირებისა და შეურაცხყოფის ობიექტი ხდება.
* * *
5. ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი – პაბლო ესკობარი, ვინაც თავისი „დიდების ზენიტში” ყოფნის ჟამს დღეში საშუალოდ 70 მილიონ დოლარს „გამოიმუშავებდა” ნარკოტიკების გასაღებით, ეგზოტიკური ცხოველების განსაკუთრებულად მოყვარული პერსონა გახლდათ. მას მთელი ზოოპარკი ჰქონდა გაშენებული თავის მამულში, სადაც ბინადრობდნენ ისეთი ეგზოტიკური ცხოველები, როგორებიც გახლავან – ბეჰემოთები, სპილოები, ანტილოპები, შტრაუსები და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ძილისადმი გაზრდილ მოთხოვნილებას, ასევე სწრაფვას საწოლში დიდხანს ნებივრობისა ფხიზელ მდგომარეობაში, სამეცნიერო ენაზე – „კლინომანია” ეწოდება.
* * *
7. საჰარის უდაბნოში ვერც ერთ კაქტუსს ვერ შეხვდებით. ისინი იქ არ ხარობენ. მათი ბუნებრივი გავრცელების არეალი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უდაბნოებს მოიცავს მხოლოდ.
* * *
8. პრუსიის ლეგენდად ქცეულმა იმპერატორმა – ფრიდრიხ II დიდმა, 1777 წელს გამოსცა განკარგულება, რომელიც მის ქვეშევრდომებს ავალდებულებდა, დილით ყავის ნაცვლად უცილობლად ლუდი დაელიათ.
* * *
9. დღეის მონაცემებით, კათოლიკურ ეკლესიას სათავეში საერთო ჯამში – 266 რომის პაპი განაგებდა, რომელთაგანაც 81 მათგანი ოფიციალურად იქნა შერაცხილი – წმინდანად.
* * *
10. ძვ.წ.აღ-ით XVII საუკუნეში შედგენილი „ხამურაბის კანონები” სასტიკად კრძალავდა იმ ეპოქაში ეგზომ გავრცელებულ სისხლის აღების წესს. შედეგად, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, უსამართლობისათვის ინდივიდუალური შურისგების ნაცვლად შემოღებული იქნა – სახელმწიფო შურისგება”. – (ავტორი გენია.ჯი)