ბენიტო მუსოლინი – „ეპიზოდი”
იტალიური ფაშიზმის ფუძემდებელ დიქტატორს - ბენიტო მუსოლინის (1883-1945 წლები), გაგიკვირდებათ და, საშინლად სძულებია მშობლიური (იტალიური) სამზარეულო. მათ შორის იგი დასანახად ვერ იტანდა თურმე იტალიელთა ეროვნულ საკვებად ცნობილ – მაკარონის ნაწარმს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, „დუჩე” დიდად არც „პიცას” არ წყალობდა. მისი ბიოგრაფები ხშირად შენიშნავდნენ, რომ მუსოლინი ორიგინალური გემოვნებით გამორჩეული პიროვნება იყოო. იგი საკვებ პროდუქტებს შორის უპირატესობას ზეითუნის ზეთით შეზავებულ ბოსტნეულის სალათებს ანიჭებდა. განსაკუთრებით კი მას, ახალი ნიორით შეზავებული კერძები ხიბლავდა. მიუხედავად სპეციფიკური არომატისა, იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ახალი ნიორის ყოველდღიური დაგემოვნება მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო გაკაჟებულს გახდიდა. – (ავტორი გენია.ჯი)