ალექსანდრე კუპრინი – „ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერალი და მთარგმნელი – ალექსანდრე კუპრინი (1870-1938 წლები), განსაკუთრებული სიზარმაცით გამორჩეული ლიტერატორი გახლდათ, რაც ძალიან აღიზიანებდა მის მეუღლეს – მარია კარლოვნას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოების გამო, ცოლ-ქმარს შორის ხშირი იყო კონფლიქტები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მარიამ მეუღლეს ულტიმატუმი წაუყენა: ალექსანდრეს უნდა დაექირავებინა ბინა და იქ უნდა ემუშავა თავის ლიტერატურულ ქმნილებებზე. ეს ასეც მოხდა… იმ პერიოდისათვის მწერალი მორიგ მოთხრობაზე – „ორთაბრძოლა” მუშაობდა. მარია ქმარს ნაქირავებ ბინაში დრო და დრო სტუმრობდა. თავად კუპრინს კი საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება იმ შემთხვევაში ეძლეოდა მხოლოდ, როდესაც იგი ნაწარმოების ახალ თავს წარუდგენდა მეუღლეს.
მიუხედავად მტკივნეულად ამაყი ბუნებისა, სიზარმაცის მოყვარული ალექსანდრე სრულად დამორჩილდა მარიას ნებას, რის შედეგადაც სულ რაღაც რამოდენიმე თვეში საზოგადოებამ იხილა მისი ახალი ლიტერატურული ნაწარმოები – „ორთაბრძოლა”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, მოგვიანებით კუპრინი გაეყარა თავის მიზანსწრაფულ მეუღლეს – მარია კარლოვნას. იგი მეორედაც დაქორწინდა, ამჯერად მისი რჩეული ქალი გახდა – ელისაბედ ჰაინრიხი, ვინაც ალექსანდრეს პირველი ცოლისაგან განსხვავებით, ქმარს არასოდეს უჩიოდა თავის სიზარმაცის გამო.