თეოდორ სიუზ გაიზელი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალი, ავტორი ისეთი პოპულარული საბავშვო ნაწარმოებებისა, როგორებიცაა – „კატა ქუდში” და „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” - თეოდორ სიუზ გაიზელი (1904-1991 წლები), თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ იყო დაქორწინებული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, ლიტერატორი ისე აღესრულა, რომ შვილი არასოდეს შესძენია. უდავოა, რომ მან შესანიშნავი საბავშვო წიგნების დაწერა იცოდა, თუმცა პირად ცხოვრებაში ყოველთვის გაურბოდა საკუთარი შვილის დაბადებას. მოკლედ რომ ვთქვათ, „დოქტორ ჰიუზის” ფსევდონიმით ცნობილ ლიტერატორს არას დიდებით არ სურდა ჰყოლოდა შვილი. ერთ დღეს მწერალს აღნიშნული გარემოების შესახებ როცა ჰკითხეს, თეოდორისაგან შემდეგი პასუხი მიიღეს – „თქვენ გააჩინეთ ბავშვები, მე კი ვეცდები, გავართო ისინიო”. და ართობდა კიდეც იგი სხვის შვილებს თავისი შესანიშნავი საბავშვო მოთხრობებით. – (ავტორი გენია.ჯი)