ენდრიუ ჯონსონი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-17 პრეზიდენტი - ენდრიუ ჯონსონი (1808-1875 წლები), სამი წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. ჯონსონის დედა – მერი მაკდონაფი მალევე მეორედ გათხოვდა. რამდენიმე ხანში ენდრიუ და მისი ძმა დედამ თერძ (ტანსაცმლის მკერავი) ჯეიმზ სელბის მიაბარა მოსამსახურის რანგში. (ავტორი გენია.ჯი) შრომის ჯოჯოხეთურმა ექსპლუატაციამ, ორი წლის გასვლის შემდგომ პატარა ძმები აიძულა სელბისგან გაქცეულიყვნენ. 1824 წლის 24 ივნისს ადგილობრივ გაზეთებში ჯეიმზმა განცხადება გამოქვეყნა. აღნიშნული განცხადებიდან ირკვეოდა, რომ მათ, ვინც გაქცეულ ბავშვებს სელბის უკან დაუბრუნებდა, თითოეულ ბავშვზე 10 ამერიკული დოლარის ჯილდოს გასცემდა. მიუხედავად ამისა, ძმები ჯონსონები ყოფილ „მეპატრონეს” უკან აღარასოდეს დაბრუნებიან.
ენდრიუს სკოლაში არასოდეს უვლია. შესაბამისად, მას ელემენტარული ზოგადი განათლებაც კი არ მიუღია. წერა-კითხვის შესწავლა ჯონსონს ფაქტიურად თავად მოუხდა. იმისათვის, რომ როგორმე ლუკმა-პური მოეპოვებინა, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა 19 წლის ასაკში გრინვილში საკუთარი სამკერვალო ატელიე გახსნა. მალევე მან ერთ-ერთი ადგილობრივი თერძის ქალიშვილზე იქორწინა. პროფესიით თერძი ენდრიუ დროთა განმავლობაში პოლიტიკით დაკავდა. წარმატებამაც არ დააყოვნა: იგი ჯერ გრინვილის მერი გახდა, შემდეგ ტენესის შტატის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, ხოლო ბოლოს კი, ქვეყნის პრეზიდენტის ერთობ საპატიო პოსტსაც უწია.
მიუხედავად ეგზომ დიდი წარმატებისა პოლიტიკურ ასპარეზზე, ენდრიუ ჯონსონს თავისი პროფესია მაინც არ მიუტოვებია და პრეზიდენტობის ჟამსაც კი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხელით შეკერილი კოსტუმებით იმოსებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)