„ჰოლივუდი” – (ეპიზოდი)
ადრეული პერიოდის „ჰოლივუდში” ერთი მეტად უჩვეულო წესი იყო დამკვიდრებული. ის მსახიობი-ბავშვები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ცუდ ყოფაქცევას გამოიჩენდნენ და რეჟისორს არ დაემორჩილებოდნენ, უცილობელ დასჯას ექვემდებარებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის სპეცილაურად იყო მომზადებული შავი ფერის მქონე ხის მოზრდილი ყუთი, რომელშიაც ურჩ მსახიობ-ბავშვებს გარკვეული ხნის განმავლობაში ამწყვდევდნენ. დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი – შირლი ტემპლი, ვინაც ჰოლივუდში მოღვაწეობა პატარაობიდანვე დაიწყო, მოგვიანებით იგონებდა, რომ თავადაც აღმოჩნდა რამდენჯერმე ასეთი უჩვეულო მეთოდით დასჯილი. თუმცა, აქვე იმასაც შენიშნავდა, რომ დასჯის ამ მეთოდს მისი ფსიქიკისათვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.
იმავე პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ფილმის გადამღები ჯგუფი ბავშვის მშობლებისაგან იღებდა ოფიციალურ ნებართვას, ფილმის გადაღების პროცესში გამოვლენილი ურჩობისასთვის – ფიზიკური დასჯის მეთოდები გამოეყენებინათ მათი მსახიობი-შვილების მიმართ. ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ აღნიშნული პრაქტიკა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა 1950-1960-იანი წლების ჰოლივუდში. – (ავტორი გენია.ჯი)
შირლი ტემპლი