გენიალური დილეტანტები
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა ისტორიაში უამრავი აღმოჩენა იქნა გაკეთებული „დილეტანტი” ან სულაც თვითნასწავლი ადამიანების მიერ. ასე მაგალითად: XVII საუკუნეში მოღვაწე დიდი გერმანელი ფიზიკოსი – ოტო ფონ გერიკე, რომელმაც დახშულ სივრცეში სითხის ან გაზის წნევის გასაზომი ხელსაწყო – „მანომეტრი” შექმნა, განათლებით – იურისტი იყო; ორთქლის ძრავის გამომგონებელი გენიალური ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი – დენი პაპენი პროფესიით მედიკოსს წარმოადგენდა; ლეგენდად ქცეული აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი – ბენჯამინ ფრანკლინი, მესაპნის შვილი, ისე გახდა არა მარტო დიდი პოლიტიკოსი, არამედ დიდი მეცნიერიც, რომ არავითარი სასკოლო, ან უმაღლესი განათლება არ მიუღია; ელექტრონის აღმომჩენი გენიალური იტალიელი სწავლული – ლუიჯი გალვანი დენი პაპენის მსგავსად პროფესიით მედიკოსი (ანატომი და ფიზიოლოგი) გახლდათ; გაგიკვირდებათ და, სპექტრზე დაწერილი უმნიშვნელოვანესი შრომების ავტორმა, სახელოვანმა გერმანელმა ფიზიკოსმა – იოზეფ ფრაუნჰოფერმა, 14 წლის ასაკამდე წერა-კითხვაც კი არ იცოდა; ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა, მჭედლის შვილმა – მაიკლ ფარადეიმ თავისი კარიერა წიგნის მკინძაობით დაიწყო, თუმცა კი, უდიდეს წარმატებას მიაღწია სამეცნიერო ასპარეზზე; ენერგიის მუდმივობის კანონის აღმომჩენი დიდი გერმანელი ბუნებისმეტყველი – იულიუს რობერტ მაიერი პროფესიით მედიკოსს წარმოადგენდა; მედიკოსის პროფესიისა გახლდათ ასევე მისი თანამემაულე მეცნიერი – ჰერმან ჰელმჰოლციც, ვინაც 26 წლის ასაკში გამოაქვეყნა იმავე თემისადმი მიძღვნილი თავისი პირველი ნაშრომი; დიდმა ფრანგმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა- ჟორჟ ბიუფონმა, თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომები გეოლოგიას მიუძღვნა; პირველი ელექტრონის ტელეგრაფის გერმანელი კონსტრუქტორი – თომას ზემერინგი, ანატომიის პროფესორს წარმოადგენდა; ამერიკელი გამომგონებელი – სემიუელ მორზე, ისევე როგორც საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ქიმიკოსი – ლუი დაგერი – მხატვარი გახლდათ. პირველმა სატელეგრაფო ანბანი შექმნა, მეორემ კი ფოტოგრაფიას დაუდო საფუძველი; გრაფმა ცეპელინმა, გროსმა და პარსევალმა მართული მფრინავი ხომალდი შექმნეს, თუმცა კი ოფიცრებს წარმოადგენდნენ და წესით, ტექნიკაზეც არავითარი წარმოდგენა არ უნდა ჰქონოდათ… – (ავტორი გენია.ჯი)