ბესიკ ხარანაული – „ათასგან ვიყავ”

ათასგან ვიყავ,

ცხენი ათას ღობეს მივაბი,

დავტოვე ყველგან

ჩემეული თითო ნიღაბი,

ზოგგან ვაჟკაცის,

ზოგგან ლოთის

და ზოგგან ლაჩრის,

ხოლო მე თვითონ

ყველასათვის უცნობი დავრჩი.

კომენტარის დატოვება