უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”

„მე მზად ვარ შევხვდე ჩემს შემოქმედს. სხვა საკითხია, მზად არის თუ არა ჩემი შემოქმედი ჩემთან შეხვედრის დიდი გამოცდისათვის”. – ამ გახმაურებული ფრაზის ავტორი, გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები), არა მხოლოდ გენიალური პოლიტიკოსი, არამედ დიდებული მხატვარი და კიდევ უფრო დიდებული, ნობელიანტი ლიტერატორი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება დეპრესიაში გაატარა (რომელსაც იგი – „შავ ძაღლს” უწოდებდა), მრავალი წიგნის ავტორი გახდა. მის პირველ ლიტერატურულ ქმნილებაში (დაწერილი 1899 წელს) დაწვრილებით არის აღწერილი უინსტონის სამხედრო გამოცდილება, რომელიც მან ინდოეთში, სუდანსა და სამხრეთ აფრიკაში მიიღო. მოგვიანებით იგი ავტორი გახდა თავისი მამის – რენდოლფ ჩერჩილისა და მალბოროს პირველი ჰერცოგის – ჯონ ჩერჩილ მალბოროს ბიოგრაფიებისა. უინსტონმა მრავალტომიანი გამოცემა მიუძღვნა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს. გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის ინგლისურენოვანი ხალხების მეტად საინტერესო ისტორია. თუმცა, ჩერჩილი ამითაც არ დაკმაყოფილდა და 1900 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მხატვრული ნაწარმოები (რომანი) – „სავროლა”. მის სიცოცხლეში, საერთო ჯამში, მხოლოდ 7 წიგნი იქნა გამოქვეყნებული.

1953 წელს უინსტონის ლიტერატურული მოღვაწეობა უმაღლეს დონეზე იქნა შეფასებული ნობელის კომიტეტის მიერ, რის გამოც ამ ამაგდარ კაცს, ვინაც ციტატების, განსაკუთრებით კი, უილიამ შექსპირის ციტატების მოტრფიალე იყო, „ნობელის პრემია” გადაეცა ლიტერატურის დარგში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>