ტარიელ ხარხელაური – „და მაინც იყო სამყარო მკაცრი”

და მაინც იყო სამყარო მკაცრი,

ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს…

და მიდიოდა უბრალო კაცი,

კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს…

და ჩაჰკიოდა ხეობას ელამს,

გადარეული გრიგალი ავი…

ჩამოიკაწრა გულ-მკერდი კლდემა,

და მთვარის სხივზე დაიხრჩო თავი…

კომენტარის დატოვება