ბილ გეიტსი – „ეპიზოდი”

მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის „Microsoft”-ის ამერიკელი დამფუძნებელი – ბილ გეიტსი, რომელიც დღემდე აოცებს თავისი უკიდეგანო ინტელექტით კაცობრიობას, წიგნებზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად დროის სიმცირისა, იგი ყოველთვის ცდილობს და ახერხებს კიდეც, კვირაში ერთი ახალი წიგნის წაკითხვას. ერთხელ გეიტს ცნობისმოყვარე ჟურნალისტმა ჰკითხა – „რომელი ცხოვრებისეული გაკვეთილი ისწავლეთ საკუთარი გამოცდილებიდანო?” – რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: „ – არასოდეს დაწვეთ დასაძინებლად ძალიან გვიან. იმ შემთხვევაშიაც კი, თუ წიგნი ნამდვილად საინტერესოა. დილით ამას ძალიან ინანებთ. მე დღემდე ვმუშაობ ამ პრობლემაზე”.

საყურადღებოა ისიც, რომ ამ გენიალურმა ინტელექტუალმა არც ერთი უცხო ენა არ იცის. თუმცა კი აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი გააჩნია ისეთი ენების შესწავლისა, როგორებიცაა – ფრანგული, არაბული და ჩინური ენები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>