ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”
1835 წელს, ჯერ კიდევ დამწყებმა რეპორტიორმა – ჩარლზ დიკენსმა (1812-1870 წლები) გაიცნო კოლეგა-ჟურნალისტის მშვენიერი გარეგნობის მქონე ქალიშვილი – ქეთრინ ჰოგარტი. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმდენად მოიხიბლა ამ მშვენიერი და მახვილგონიერი გოგონათი, რომ მუხლებშიც კი ჩაუვარდა, რათა მისგან ცოლობაზე თანხმობა მიეღო. დაქორწინების შემდგომი პირველი წლები წყვილი ჭეშმარიტ ბედნიერებას განიცდიდა. „ვგონებ, არასოდეს ვიქნები ასეთი ბედნიერიო”, – აღნიშნავდა კიდეც დიკენსი. პირველი შვილი დიკენსების წყვილს ქორწინებიდან 9 თვის გასვლის შემდეგ შეეძინა. ქალი ჯერ კიდევ არ იყო მშობიარობიდან მოკეთებული, რომ იგი ისევ დაორსულდა. პირველი ოთხი შვილის დაბადებას დიკენსი დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა… ქეთრინი იმდენად ხშირად ფეხმძიმდებოდა და მშობიარობდა, რომ ჩარლზს შვილების დაბადების სიხარული სადარდებლად გადაექცა. გარდა იმისა, რომ ბევრ შვილს ბევრი ზრუნვა ესაჭიროებოდა, ქალმა თავისი იდეალური სხეულის პროპორციებიც დაკარგა. აღნიშნულმა გარემოებამ ცოლის მიმართ ერთობ უარყოფითად განაყო ქმარი. შედეგმაც არ დააყოვნა… რამდენიმე ხანში დიკენსი შეყვარებული გახდა 18 წლის მსახიობ გოგონაზე – ელენ ტერნანზე. ერთ დღეს მან საყვარელ ქალს კურიერის ხელით სამაჯური გაუგზავნა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საჩუქრის გამგზავნს მისამართი აერია და კურიერმა იგი დიკენსების ოჯახში მიიტანა წერილთან ერთად. აღნიშნულმა გარემოებამ ქეთრინი წყობილებიდან გამოიყვანა. მან საშინელი სკანდალი მოუწყო ქმარს. თავის მხრივ, დიკენსმა მეუღლეს არა მხოლოდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, არამედ დაავალა, რომ სამაჯური საკუთარი ხელით მიეტანა მისი საყვარლისათვის. ქალმა კატეგორიული უარი განუცხადა ჩარლზს მის მიერ წამოყენებულ პირობებზე და სახლი დატოვა (შვილებთან ერთად).
ეს ნაბიჯი დიკენსს ქეთრინისათვის არასოდეს უპატიებია. იგი ცდილობდა, რომ ყოფილი მეუღლე ოფიციალურად გამოეცხადებინა შეშლილად. გარდა ამისა, დიკენსი სიახლოვეს არ აკარებდა თავის შვილებს მას. ის კი არადა, ჩარლზმა მეტად უარყოფითადაც კი განაწყო შვილები თავიანთი დედის მიმართ, რადგან ყველაფერში სწორედ რომ მას სდებდა ბრალს. საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივი აზრიც ლიტერატორის მხარეზე იხრებოდა, რასაც ხელს უწყობდა მისი მხატვრული ნიჭი გადმოეცა ის ტკივილი, რაც ქეთრინის წასვლამ მიანიჭა მას და მის შვილებს. – (ავტორი გენია.ჯი)
ქეთრინ ჰოგარტი