Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„რამდენიც არ უნდა ვეძიოთ, ამა თუ იმ კონფლიქტის წარმოშობის ზუსტ მიზეზებში ვერასოდეს ვიპოვით ა უ ც ი ლ ე ბ ლ ო ბ ლ ო ბ ი ს ხასიათს. შორიდან თუ დავუკვირდებით, თითქოს არც არსებობს თანამედროვე ომი, რომლის თავიდან აცილება ადვილად არ შეიძლებოდეს: ამისათვის საკმარისია, ორმა თუ სამმა სახელმწიფო მოღვაწემ უბრალო გონივრულობა ან მშვიდობიანობის სურვილი გამოამჟღავნოს… მეტსაც გეტყვით: უმეტესწილად აღმოჩნდება, რომ მოწინააღმდეგის ნამდვილი განზრახვა ვერ გამოუცვნიათ და ამის შედეგად მეომართა ორივე მხარე ყოვლად გაუმართლებელ გრძნობას, უნდობლობასა და შიშს აჰყოლია. ათიდან ცხრა შემთხვევაში ხალხი შიშის გამო ებრძვის ერთმანეთს, ზუსტად ისევე ხდება, მშიშარა გამვლელები ღამით ერთმანეთს რომ შეხვდებიან, ვერ გადაუწყვეტიათ მხარდამხარ იარონ თუ არა, და ბოლოს ერთმანეთს მივარდებიან… რადგან ყოყმანსა და უნდობლობას ურჩევნია თვითონვე გამოიჩინოს შემტევი ხასიათი, თუნდაც იგი სახიფათო იყოს, და თავს დაესხას… ამიტომაცაა თითოეული სახელმწიფო უარს რომ ამბობს მშვიდობის გულისთვის უმნიშვნელო დათმობა მაინც გამოიჩინოს, რადგან შიში აქვთ, არ იფიქრონ, გვეშინიაო”…