ელისაბედ I – „ეპიზოდი”
პირველი ადამიანი, ვინაც ამერიკის კონტინენტიდან ბრიტანეთის კუნძულებზე თამბაქო შეიტანა და ამით კოლოსალური ფინანსური მოგებაც ნახა, საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი მოგზაური, ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე – სერ უოლტერ რეილი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც „ქალწულ დედოფლად” წოდებული ელისაბედ I ტიუდორის ფავორიტი დიდებული ძალიან გაამდიდრა მის მიერ ქვეყანაში შეტანილმა ინოვაციურმა პროდუქტმა (თამბაქომ), ელისაბედს უოლტერისათვის ერთ-ერთი დიალოგისას უთქვამს – „მე უამრავი მამაკაცი შემხვედრია ცხოვრებაში, რომლებმაც თავიანთი ოქრო კვამლად აქციეს, თუმცა თქვენ პირველი მამაკაცი ხართ, ვინაც კვამლი ოქროდ აქციაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
სერ უოლტერ რეილი