ვახუშტი კოტეტიშვილი – „საწუთრო შემომეძენძა”

საწუთრო შემომეძენძა,

როგორც მათხოვრის ხალათი,

ბედნიერების ჩანჩქერებს

ჩემს წილს სულ წვეთ-წვეთ ვძალავდი,

ათასგვარ ჭირსა და ვარამს

გავუძელ ძალის-ძალათი,

ერთიღა მრჩება ნუგეშად -

მიწამ არ იცის ღალატი,

ის გვამს თუ ევიწროვება,

ძვლებისთვის ხდება ხალვათი.

კომენტარის დატოვება