პავლე I – „ეპიზოდი”
„ჰამლეტი” – ასე მოიხსენიებენ დღემდე რუსეთის იმპერატორს - პავლე I-ს (1754-1801 წლები) ისტორიკოსები. გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის საყოველთაოდ ცნობილი პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელი მას რამდენიმე გარემოების გამო ეწოდა: ჰამლეტის მსგავსად მამამისიც (პეტრე III) მოკლული იქნა შეთქმულების შედეგად, რომელშიაც დედამისი (ეკატერინე II) იღებდა უშუალოდ მონაწილეობას; იგივე ჰამლეტის მსგავსად, მშობლის მკვლელობის შემდეგ დედამისმა მამის სავარაუდო მკვლელთან (ალექსანდრე ორლოვთან) განაგრძო თანაცხოვრება; და ბოლოს, მასაც იგივე ბედი ეწია საბოლოო ჯამში, როგორიც შექსპირის გმირს – ტახტიდან გადააყენეს და განმარტოვდა.
ეკატერინე მეორის გარდაცვალების შემდგომ ტახტზე პავლე I ავიდა. (ავტორი გენია.ჯი) ძალაუფლებამ, რომელიც მან ხელში აიღო, პავლეს საშუალება მისცა არა მხოლოდ სათანადო პატივი მიეგო მამის ხსოვნისათვის, არამედ სათანადოდაც გასწორებოდა მამის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების სავარაუდო მონაწილეებს. მათ შორის, დედის საყვარელს – გრაფ ალექსანდრე ორლოვსაც. თუმცა-კი, უნდა შევნიშნოთ, რომ ალექსანდრეს მეტად ორიგინალური, და შეიძლება ითქვას, უცინიკურესი მეთოდით გაუსწორა ანგარიში პავლე I-მა: იმპერატორის უშუალო ინიციატივით, პეტრე მესამის ნეშტი საზეიმო ვითარებაში იქნა გადასვენებული და დაკრძალული თავისი მეუღლის – ეკატერინე მეორის გვერდით (ამ დროისათვის გრაფი ორლოვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). რადგანაც პეტრე სიცოცხლეში იმპერატორად არ იყო ოფიციალურად ნაკურთხევი, სანამ მიწას საბოლოოდ მიაბარებდნენ, მისი კორონაცია განხორციელდა. მთელი ამ პროცესიის მიმდინარეობისას, პავლე პირველის ბრძანებით, პეტრეს კუბოსთან გამუდმებით იმყოფებოდა მისი ერთ-ერთი სავარაუდო მკვლელი, ხანდაზმულ ასაკში შესული ალექსანდრე, ვისაც ხავერდის მდიდრულ ბალიშზე დავანებული საიმპერატორო გვირგვინი ეკავა ხელში. თვითმხილველთა გადმოცემით, პეტრე მესამის გადასვენებისა და დაკრძალვის ცერემონიისას გაფითრებულ გრაფს ნერვიულობისაგან ხელები საშინლად უკანკალებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
გრაფი ალექსანდრე ორლოვი