ართურ ედინგტონი – „ეპიზოდი”
ალბერტ აინშტაინის „ფარდობითობის თეორია” თავდაპირველად, მეცნიერთა უდიდესი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარი რამ გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი უიშვიათესი სწავლული, ვინაც იმთავითვე ღრმად ჩასწვდა თანამედროვე ფიზიკის საფუძვლად მიჩნეული თეორიის არსს, დიდი ინგლისელი ასტროფიზიკოსი – ართურ ედინგტონი (1882-1944 წლები) იყო. ერთ დღეს მას ჟურნალისტმა ჰკითხა: „ – სერ, მართალია თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ თქვენ ერთ-ერთი მეცნიერი ბრძანდებით იმ სამ მეცნიერს შორის, რომლისთვისაც სრულიად გასაგები გახდა აინშტაინის ფარდობითობის თეორია?” – ედინგტონი დასმული შეკითხვის პასუხზე საკმაოდ დიდხანს დაყოვნდა. შედეგად, ჟურნალისტი შექმნილი უხერხული სიტუაციის განმუხტვას შეეცადა: „ – იმედია, სერ, რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას უტაქტობაში არ ჩამომართმევთ. ასეთ შემთხვევაში მომეცით ნება…” – „არაუშავს, არაუშავს, – შეაწყვეტინა ართურმა ჟურნალისტს, – უბრალოდ, ასე დიდხანს იმიტომ გაგრძელდა ჩემი დუმილი, რომ ვცდილობდი გამეხსენებინა, ვინ არის აინშტაინისა და ჩემს გარდა ის მესამე მეცნიერი, რომელიც ფარდობითობის თეორიის არს ჩასწვდა”. – (ავტორი გენია.ჯი)