იცით თუ არა, რომ?!
1. „დანიური ლიტერატურის მახინჯი იხვი” – ასე მოიხსენიებდნენ საშინელი გარეგნობის გამოისობით დიდ დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს მისი თანამედროვეები. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ინდუსტრიალისტი – ოსკარ შინდლერი, ვინაც მეორე მსოფლიო ომის დროს ასეულობით ებრაელი გამოისყიდა ნაცისტებისგან, რითაც უცილობელი სიკვდილისაგან იხსნა ისინი, სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს გაკოტრდა და უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა. მისდა საბედნიეროდ, მადლიერმა ებრაელებმა არ დაუვიწყეს ოსკარს განუზომელი ამაგი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათი ფინანსური შემოწირულობების ხარჯზე მოუხდა დარჩენილი ცხოვრების გავლა მას.
* * *
3. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთს ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, მას მაინც გააჩნია საზღვაო ფლოტი, რომელიც 7 მეზღვაურისა და ერთი გემისაგან შედგება. გემი სახელწოდებით – „სუჰე-ბატორი II” ხუბსუგულის ტბაში ანხორციელებს ცურვას.
* * *
4. ერთ-ერთ უძველეს პროფესიად – სტომატოლოგია არის მიჩნეული. ადამიანები სტომატოლოგიით ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 7000 წელს იყვნენ დაკავებულნი.
* * *
5. თავის დროზე დინოზავრები დედამიწის ყველა კონტინენტზე იყვნენ გავრცელებული. მათ შორის ანტარქტიდის კონტინენტზეც. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. აფრიკის ცხელ კონტინენტზე არსებულ ქვეყანაში – მავრიტანიაში, მონობა 2007 წალმდე იყო კანონიერად დაშვებული.
* * *
7. მშობლების თანხმობის შემთხვევაში, დაკოტას შტატში (აშშ) მაცხოვრებელ 14 წლის ასაკში მყოფ მოზარდს მართვის მოწმობის აღების უფლება ენიჭება.
* * *
8. დედამიწის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე ასვლის მცდელობისას 1922 წლიდან მოყოლებული დღემდე – 290 ალპინისტი იქნა დაღუპული.
* * *
9. სტოკჰოლმის არქიპელაგის შემადგენლობაში 30 000-მდე კუნძული შედის. შედარებისათვის, წყნარ ოკეანეში გაცილებით ნაკლები რაოდენობის კუნძულია განთავსებული.
* * *
10. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც BBC-ის რადიოს საინფორმაციო ამბების წამყვანმა რადიომსმენელებს აუწყა – „ახალი ამბები არ არისო”, დაფიქსირებული იქნა 1930 წლის 18 აპრილს. – (ავტორი გენია.ჯი)