ვინსენტ ვან გოგი – „ეპიზოდი”
გენიალურ ნიდერლანდელ მხატვარ-პოსტიმპრესიონისტს – ვინსენტ ვილემ ვან გოგს (1853-1890 წლები) ხუთი და-ძმა ჰყავდა: ორი ძმა – კორნელის ვინსენტი და თეოდორუსი და სამი და – ანა კორნელია, ელისაბედი და ვილემინა იაკობა. (ავტორი გენია.ჯი) ექვსი დედმამიშვილიდან სამ მათგანს (ვინსენტს, კორნელის ვინსენტსა და ვილემინას) ფსიქიკური აშლილობის ფორმები ახასიათებდა. ისინი თვითმკვლელობისაკენ იყვნენ მიდრეკილნი. შედეგმაც არ დააყოვნა, ორმა მათგანმა – ვინსენტმა და მისმა უმცროსმა ძმამ – კორნელის ვინსენტმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს. მათი და – ვილემინა იაკობა ვან გოგი კი, ვისაც თითქმის 40 წელიწადის გატარება მოუხდა ერმოლოს ფსიქიატრიულ სავადმყოფოში, არაერთხელ შეეცადა თვითმკვლელობით გამოთხოვებოდა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)
კორნელის ვინსენტ ვან გოგი
ვილემინა იაკობა ვან გოგი