მორის ფოცხიშვილი – „არის”

წყაროში არის სხვა წყაროც,

რასაც ვერ ხედავს თვალი,

არის ხილული სამყარო

და უხილავიც არის.

სტარტში – ტრასა და ფინიში,

ზარში – ზრიალი ზარის, -

არის სიცილი ტირილში

და სიხარულიც არის.

არის… ოცნებას ვინ გაშლის,

ქარში სისინებს ქარი, -

არის სიცოცხლე სიკვდილში

და უკვდავებაც არის!

 

კომენტარის დატოვება