მაიკლ ჯორდანი – „ეპიზოდი”

„ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ათასჯერ ამიცილებია ბურთი კალათისათვის, წამიგია ასეულობით თამაში, დაახლოებით 30-ჯერ ისეთი თამაშიც კი, როდესაც გუნდმა მანდო უკანასკნელი ტყორცნა, მატჩის ბედის გადამწყვეტი ტყორცნა, და მე ავაცილე… მე ყოველდღიურად განვიცდი მარცხს მარცხზე – და სწორედ ამიტომაცა ვარ  ჩ ე მ პ ი ო ნ ი!” – ამ სიტყვების ავტორი გახლავთ ლეგენდად ქცეული ამერიკელი კალათბურთელი – მაიკლ ჯეფრი ჯორდანი. (ავტორი გენია.ჯი) ჯორდანი, რომელმაც თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში NBA-ში – 1072 ოფიციალურ საკალათბურთო ჯახში მიიღო მონაწილეობა და 32 292 ქულა გააკეთა. ცნობილია, რომ NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სიმაღლე – 198 სანტიმეტრი იყო. აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მაიკლის, ვისაც გასაგები მიზეზების გამო ზედსახელად – „მისი უჰაეროსება” ჰქონდა მინიჭებული, მშობლები საშუალო სიმაღლის ხალხი იყვნენ. მათი სიმაღლე 173 სანტიმეტრს არ აღემატებოდა.

რადგანაც მაიკლის მშობლები ვახსენეთ, ისიც შევნიშნოთ, რომ მისი კალათბურთთან გამოთხოვების მიზეზი სწორედ რომ ჯორდანის მამასთან იყო დაკავშირებული: 1993 წელს სამხრეთ კაროლინაში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს მაიკლის მამა – ზეიმზ ჯორდანი. იმავე წელს მამის ტრაგედიით შეძრულმა ლეგენდარულმა კალათბურთელმა სპორტული კარიერის გაგრძელებაზე ოფიციალურად განაცხადა უარი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>